წითელი

ვერ დავიჯერებ,რომ გული მართლა მხოლოდ სისხლის მიმწოდებელი ორგანოა ადამიანისთვის.აბა გრძნობები სად იბადებიან და სად კვდებიან?
და როცა იბადებიან,მაშინ რატომაა გულისცემა რომ მატულობს,სისხლი რომ გივარდება თავში და საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი?და როცა კვდებიან,რატომაა,რომ ისე გეკუმშება გული,თითქოს სადაცაა გაქრებაო?რატომაა,რომ ხან სიცივეს გრძნობ მკერდში და ხან ისეთ სიმხურვალეს,რომ ლამის კანი შემოიდღლიზო?ყველაფერს ტერმინებით და დაკანონებული წესებით ვერ ახსნი.არცაა საჭირო.ყველაფერი ხომ სუბიექტურია,ვისთვის-როგორ.ჩემთვის ასეა:სანამ გრძნობა,ვნება გიჭაჭანებს გულში,ცოცხალი ხარ და შენი სისხლი ცხელია და წითელი,ისე,როგორც გული.

მიყვარხარ მე შენ,პატარა,უშნო «სისხლის მიმწოდებელო ორგანო» და მეცოდები…მე შენ არასდროს გიღალატებ და სულ შენით ვიფიქრებ,თუმცა წინასწარვე მეცოდინება,რომ წაგებული დავრჩები.ჰოდა,ვიყოთ ასე და ვიმეგობროთ.ხან გაგვიხარდეს უზომოდ,ხან გვეწყინოს უსაშველოდ,ხან გვიყვარდეს მთელი ვნებით და ხანაც გვძულდეს მთელი არსებით.ნახევარი და შეკავებული,გამოხშირული გრძნობების რა მცოდნია!სანამ გავუძლებთ,ვიქნებით და როცა გადავიღლებით,კიდეც გავჩერდებით……

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «წითელი»

  1. anna:

    mmmmmm es sul calke yofilaa… martlac da ase uketesia… «sazgvari» chemtvis yvelaze emociuri iyo … ragacnairi axlobeli… cremliani ,,,, madlobt emociistvis…

  2. ხო, ეგ გამორჩეულია ჩემთვისაც,ტკივილიან-სიხარულიანი განცდებით, თანაც მაგაში იმდენი რამე გაერთიანდა, ანუ «საზღვარს» ვგულისხმობ, რაღაც პერიოდის შეჯამება გამოვიდა.რაა სამადლობელი, პირიქით, მიხარია, თუ ჩემი განცდები და ამბები ახლოს მოვიდა თქვენთან :*

  3. anna:

    კი «საზღვარი» ნამდვილად ბევრს იტევს და მართლაც ძალიან ახლობელი ღმოჩნდა ჩემთვის… კითხვის პროცესში მეგონა საკუთარ ცხოვრებას ვკითხულობდი გარეშე. მესამე პირივით..,მეღიმებოდა . ოღონდ ცრემლებით… მადლობად რა თქმა უნდა ღირს , თუნდაც თქვენი ასეთი ბუნებრიობა წერის დროს…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s