ფერები განწყობისთვის



1.შავი: თოვს.ჩუმი სითეთრე ედება დედამიწას.დაშვების პროცესში გასაოცრად ლამაზია,მაგრამ როგორც კი მიწას შეეხება,საშინელი ხდება-პარადოქსია!ვერავითარი სილამაზე,ზეციურიც კი,ვერ უძლებს მიწიერ ჭუჭყს,სიბინძურეს.სასაცილოა,რომ გალაქტიკაში მხოლოდ დედამიწაზეა სიცოცხლე.
ეს აყროლებული,ზნედაცემული ხმელეთის გორგალი რომ ერთადერთი და სამაგალითო გაგიხდება,ესაა საქმე?!დასკვნა ერთია:თვით გალაქტიკა უბადუკია!

2.ლურჯი: ცა,ზღვა,მზე და მე,მათ შორის მობორიალე. გარს მახვევია უსასრულობა,სილაჟვარდე და მცხუნვარება.მეტი რა შეიძლება ინატროს კაცმა?!პლაჟზე ყოფნა ეს ერთადერთი სახეობაა ყოველდღიურობის,რაც არასდროს მბეზრდება,პირიქით,რაც უფრო ხშირია,უფრო მეტჯერ მინდა.დაუსრულებლად ვეფიცხები მზეს,ვგრძნობ,როგორ გადმოდის ჩემში მისი სიცხოველე და მთელი სიცხადით შევიგრძნობ,რომ ვცოცხლობ,რომ ცხოვრება თურმე ხანდახან მშვენიერია.ცა,ზღა,მზე-ღვთაებრივი სამება,რომლის წინ ლოცვა არ მომბეზრდება,რადგან მათი ცქერისას ყველაზე ცხადად შევიგრძნობ უზენაესს.»შეჩერდი,წამო,შენ მშვენიერი ხარ!»

3.ყავისფერი: წვიმს.ჩონჩხად ქცეული ხეები საცოდავად გალუმპულან…ცას ნაცრისფერი ჩამოუფარებია,უმზეობას თუ მალავს.მაინც ატანს მორცხვი ცრემლები,ზაფხულს მისტირის.წვიმად ქცეული სევდა და იდუმალება წევს ქალაქში,ცრემლად დაღვრილი ნოსტალგია.უმზეო ცა…ტალახში ჩამხრჩვალი ბინძური ქალაქი…

4.ცისფერი: არაშუადღე.საღამო.ზღვისკენ მიმავალი მზე, წყლის ზედაპირზე მილიონ ოქროსფერ მოხტუნავე წერტილად დაშლილი. ზღვაზე ზოლად გადებული გზა მზისკენ. მივყვები ბილიკს თვალდახუჭული. მინდა შევხედო, მაგრამ ვერ ვუძლებ. სხეული მსუბუქია, ვეღარც კი ვგრძნობ. ხელები მექანიკურად მოძრაობენ. ასე მგონია, კი არ მივცურავ, თვითონ მზე მიმასრიალებს ოქროსფერ ზოლზე. მოვდივარ შენსკენ…

5.თეთრი:
დრო საოცარი სისწრაფით გარბის.უსასრულოდ დავბორიალებთ ვეება ჭვავის ყანაში და ვთამაშობთ,ვთამაშობთ ყველაზე საშინელ,სასტიკ თამაშს-ცხოვრებას,სადაც ყველაზე უარყოფით როლს-ადამიანს ვასრულებთ.თუმცა თამაშის პროცესში არის რაღაც საინტერესო და ლამაზი.ეს ბავშვობის ნამსხვრევების გადარჩენაა.მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ჩვენი თამაში,მით უფრო ძნელდება მათი მოძებნა.ბოლოს კი საერთოდ ქრებიან.D





Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ფერები განწყობისთვის»

  1. anna:

    და წითელი? აქ წითელი რატომ არ არის??მიყვარხარ მე შენ,პატარა,უშნო «სისხლის მიმწოდებელო ორგანო» და მეცოდები…მე შენ არასდროს გიღალატებ და სულ შენით ვიფიქრებ,თუმცა წინასწარვე მეცოდინება,რომ წაგებული დავრჩები.ჰოდა,ვიყოთ ასე და ვიმეგობროთ.ხან გაგვიხარდეს უზომოდ,ხან გვეწყინოს უსაშველოდ,ხან გვიყვარდეს მთელი ვნებით და ხანაც გვძულდეს მთელი არსებით.ნახევარი და შეკავებული,გამოხშირული გრძნობების რა მცოდნია
    !სანამ გავუძლებთ,ვიქნებით და როცა გადავიღლებით,კიდეც გავჩერდებით…»..ეს ყველაზე მეტად მიყვარს…

  2. საერთოდ მანდ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე რაღაც ასე ვარჩიე, ის მეც განსაკუთრებულად მიყვარს და ამიტომ. იქ მე ვარ მთელი ჩემი გრძნობებით და ემოციებით და ცალკე დავტოვე 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s