одноклассники.ру

«საოდნოეთში»საოცრებები ხდება.საზოგადოებაც საოცარია:ან უმცროსკლასელები,ან ბედ-იღბალს და პარტნიორს მონატრებული სუბიექტები(მცირე გამონაკლისის გარდა).
არის გამოჭიმვა მონდომებით გადაღებული ფოტოების,გაცნობაზე პროვოცირება შეფასებების დაწერით.აი ვთქვათ თუ 5+დაგიწერეს,უნდა შეეხმიანო,მერე შენ დაუწერ იმავე შეფასებას,ვალს გადახდა უნდაო,ნათქვამია.მეტი არც არაფერი ხდება,კაცმა რომ თქვას,ფაქტობრივად ტელეფონის ფუნქციას ითავსებს,ოღონდ იქ ვერავინ შემოგიხტება უცერემონიოდ.დაგეცემიან ასე თავხედურად,გეფამილარებიან.თუ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხარ და ცოტა მაინც შეგეხედება,შეიძლება შეხვედრაც კი მოგთხოვონ.

მე,როგორც ექსპერიმენტების და გამოკვლევების მოყვარულმა,გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს ამბავი.

ესეც ასე.სურათი მზადაა-მხიარული და»ზაგრიანი»,მაინც სეზონი იყო და ეფექტურია.სულაც არ ეტყობა,აბუეტი რომ ვარ და ძნელადკონტაქტური.შედეგმა არ დააყოვნა.თქვენ წარმოიდგინეთ,ასაკიც არ შემიცვლია,მიუხედავად იმისა,რომ საგანგაშოა.ექსპერიმენტმა საოცარი დასკვნა გამაკეთებინა:საქართველოში ან გოგოების დეფიციტია,ან უპრობლემობის.გარდა ამისა,უფულობასაც ვერ გამოვრიცხავთ და აქედან გამომდინარე ალფონსობასაც და კიდევ ნამდვილი კაცების არყოფნას(თუმცა ეს აქამდეც ვიცოდი).აი მაგალითად: 1-სუბიექტი 24 წლის,რა თქმა უნდა,ტრადიციულქართულმამაკაცურად უმუშევარი.პირდაპირ მითანხმდება შეხვედრაზე.ასაკს მისთვის არ აქვს მნიშვნელობა.ნუ ახლა მე რომ ვიცი,რომ ამის მიზეზი მისი ევროპელობა და აზროვნების თავისუფლება არაა,რა თქმა უნდა, ვერ ხვდება და არც ვეტყვი,მერე საინტერესო აღარ იქნება.შემდეგ მთავაზობს დავპატიჟო სადმე,თუნდაც ჭიქა ყავაზე(ჰა-ჰა),ან სულაც სახლში(ჰა-ჰა-ჰა-ჰა…).რამდენიმე ხანს ვაგრძელებ მიმოწერას და როცა უკვე მომწიფებულია და თითქმის შარვალჩახდილია უკვე,ვახარებ,რომ მარტო არ ვცხოვრობ და რომ დრო არ მაქვს და არც წესი ასეთი სახის ურთიერთობის.ეს თემა დავხურეთ.

ახლა მეორე: 2-სუბიექტი 22 წლის,მონაცემები- იდენტური პირველი სუბიექტის.ეს უფრო ხანგრძლივად და დაუღალავად გზავნის სმს-ებს,ვარ ქსელში თუ არა, მაინც.თან ,რა თქმა უნდა,დარწმუნებულია,რომ მის ხიბლს ვერ გავუძლებ და ყველაფერზე დავთანხმდები.აბა რა,როგორ შეიძლება ხელიდან გაუშვა შენი ასაკის პატრონმა ასეთი ღვთის საჩუქარი!ბოლოს და ბოლოს,ვთანხმდები შეხვედრას.მთელი დღე რეკავს გამწარებული,მე ვითომ სხვაგან ვარ საქმეზე და საღამომდე ვერ გავთავისუფლდები.ბოლოს მესიჯებზე გადადის(ანგარიშზე არ აქვს:))).დღის ბოლოს ვპასუხობ,რომ მცალია.მოდის სმს:»7-ზე მოდი კიკვიძის პარკში!»რა მაგარია!იმდენი ვიცინე,კუნთები მტკივა და თუ მართლა «ც» ვიტამინი ჩნდება სიცილით,წესით ამ სეზონზე გრიპი აღარ უნდა დამემართოს.ველოდები შემდეგ სუბიექტს კვლევისთვის,თუ არ მომბეზრდა.ახლაც არ დაიჯერებთ,რომ «ოდნოკლასნიკები»საოცრებაა?

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «одноклассники.ру»

  1. ketiiiiiiiiii )))) vgijdebi me shenze :))))))))))))))))) martla saocari xalxi mcers mec :))))))))) cotas vixaliseb aci :))))))

  2. aha,mogewona idea xo?martla zalian magari pontebia manda raaa :D.nu mec rom vgijdebi shenze qe ici :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s