თვალი

ზოგისთვის ის სულის სარკეა,ზოგისთვის-გონიერების საზომი,ზოგისთვის-უბრალოდ მხედველობის ორგანო.ზოგს ლურჯი მოსწონს,ზოგს- მწვანე,ზოგს-შავი,ზოგს-თაფლისფერი, ვისთვის როგორ.
ისე, ფერს რაც შეეხება, მგონი არ არის გადამწყვეტი, ირისში რომელი პიგმენტია მეტი, მთავარი გამომეტყველებაა. არსებობს ღრმა, აზრიანი თვალები, კიდეც რომ გაგიჭირდეს შეიძლება ჩაწვდომა, არის სევდიანი თვალები, ზედ რომ ეტყობა, აცრემლება არ გაუძნელდება. ზოგში ბოღმა და ბოროტება სახლობს, ზოგში-სიხალისე და გულუბრყვილობა. არის ჩამქრალი თვალები და ცარიელიც შუშასავით, ამას თევზის თვალებს ვეძახი(ცოქალა თევზისფერი ძროხა გამახსენდა).

ყველაფერ ამის გარდა მათში პატრონების ცხოვრება ჩანს, ზოგის უზრუნველი, ზოგის-უიღბლო და შეუმდგარი, ზოგის ისეთი, ტვირთად რომ დასწოლია ცხოვრებაც და მის უკუღმართობაზე ფიქრიც.

ყველაზე ცუდი დასანახი მომაკვდავის თვალებია, აჭრილი და უაზროდ სადღაც მოცქირალი(დედაჩემსაც ზუსტად ასე ჰქონდა და ის ელდა დღესაც მახსოვს).

ისეც ხდება, რომ თუ კარგად დააკვირდები, დაინახავ, რომ მათ პატრონს დიდი დღე აღარ უწერია. რაღაც უცნაური სევდაა მათში, ალბათ ცხოვრებასთან გამოთხოვების ან შეუცნობელი ცხოვრების არცოდნის, ოღონდ ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევენ ამას(ესეც მწარე გამოცდილებიდან მახსოვს, ერთი თვით ადრე ავიკვიატე, ბაბუას უცნაური თვალები გაუხდა-მეთქი). 
თვალებში ყველაზე კარგად ჩანს სიყვარული, სიძულვილი, ბრაზი, სიხარული, დაცინვა, ტკივილი, დარდი, თანაგრძნობა, სიბრალული, თხოვნა. 
რა ცუდია, რომ ადამიანები აღარ უყურებენ ერთმანეთს თვალებში…
აღარც მე მინდა!
მომარიდეთ ყველამ თქვენი სამზერელი, მომბეზრდა ამდენი განსჯა და ემოცია. მასწავლეთ, როგორ გავხდე თქვენნაირი!

Запись опубликована в рубрике ემო с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s