შიში

მოვდივარ.

თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ, გალავნებს შემოავლებდით ქალაქებს, მაგრად ჩარაზავდით კარებს, ფანჯრებს, ყველა ჭუჭრუტანას ამოქოლავდით, მაგრამ ვინ მოგცათ მაგდენი აზროვნების უნარი.

მოვდივარ. მოვდივარ ჩუმად, შეუმჩნევლად. მოვდივარ გასანადგურებლად.

ვერ შემაჩერებთ? -თქვენს თავებს დააბრალეთ.

დაემშვიდობეთ მშვიდ ძილს, მხიარულებას, ერთგულებას, მეგობრობას. სადაც მე ვარ, იქ ამათი ადგილი აღარაა.

რა ბრიყვები ხართ! ათასი სისულელით ალაყებინებთ ტვინს და უაზრობებზე იშლით ნერვებს, ძარღვებდაბერილები კამათობთ, ლამის კბილებით დაგლიჯოთ ერთმანეთი, მე კი გზას მითმობთ.

კარგიააა! უკვე აქ ვარ. ნელ-ნელა გავახვევთ ჩემს საცეცებში და ისე გათამაშებთ, როგორც თოჯინებს.

უნახავს ვინმეს ამხელა სცენა და ამდენი მარიონეტი ? მერე რა სპეკტაკლებს დავდგამ! იმდენს გათამაშებთ, რომ მერე უკვე ცხოვრებად გექცეთ ეს თამაში. წინასწარ ვტკბები.

წაშალეთ ფერები! აქ მარტო შავ-ნაცრისფერია საჭირო. აღარც მზის სათვალე დაგჭირდებათ არასდროს.

აბა,მოემზადეთ! ყურადღებით! ვიწყებთ! შენ მოიტყუე . შენ დააბეზღე. შენ ფეხქვეშ გაეგე ვინმე ვიგინდარას, რომ ხეირი ნახო. შენ უარი თქვი ღირსებაზე, რომ თავი დაიძვრინო და გადარჩე. შენ დაპატარავდი, რომ ვირთხასავით სოროში შეძვრე. შენ ხელი მოაწერე სხვების დაღუპვაზე, რომ თვითონ არ დაიღუპო. შენ დარეკე, სადაც ჯერ არს. შენ შორს და საგულდაგულოდ გადამალე შენი აზრები, ვაითუ არ მოგიწონონ.

ყოჩაღ! გამიმართლა, ნიჭიერი დასი გამოდგა.

აბა,ახლა მოემზადეთ, ფინალისკენ მივდივართ!

ყველა ერთად უარს ვამბობთ ადამიანობაზე, თავისუფლებაზე, აზროვნებაზე.

კარგია!

მხიარულად, თუ შეიძლება! წინ დიდი სამყაროა, იქ არაფერი შეგაწუხებთ. წინ მონობის ბედნიერება გელით!  


													
Запись опубликована в рубрике პროზა с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s