პატარა ნაბიჯების ხელოვნება-ანტუან-სენტ ეგზიუპერი

1.მე არ გთხოვ,უფალო,დამაჯილდოვო სასწაულების და ხილვების უნარით,მომეცი ძალა ყოველდღიურობისთვის.
2.მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.
3. გამხადე მპოვნელი და გამომგონებელი,რათა ყოველდღიურობას ზუსტად მოვარგო ის,რაც მე მეხება .
4. მასწავლე დროის სწორად განაწილება.
5. მაჩუქე თითების წვერების მგრძნობელობა,რათა აღმოვაჩინო,რა არის პირველი რიგის და რა მეორის.

6. შემამეცნებინე,რომ ოცნებები წარსულისა და მომავლის შესახებ ვეღარაფერს დამეხმარებიან.
7. დამეხმარე,თავი გავართვა ჩემს მომდევნო ამოცანას და მივხვდე იმას, რომ ამჟამინდელი წუთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
8. დამიცავი გულუბრყვილო რწმენისაგან,რომლის მიხედვითაც ცხოვრებაში ყველაფერი დაუბრკოლებლად უნდა მოდიოდეს.
9. ამიხილე თვალი,რათა დავინახო,რომ განსაცდელი,მარცხი და იმედგაცრუება ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრებია,რომელთა მეშვეობითაც ვიზრდებით.
10. გამახსენე,რომ ეს გული ხშირად გონების წინააღმდეგ ილაშქრებს.
11.გამომიგზავნე საჭირო დროს ის,ვინც თამამად და სიყვარულით მეტყვის სიმართლეს. 12. შენ იცი,თუ რა ძლიერ გვესაჭიროება მეგობრობა,გამხადე ღირსი სიცოცხლის ამ უმშვენიერესი საჩუქრის.
13.მომეცი ალღო,რომელიც წყალქვეშა ნავივით ჩააღწევს «ქვემოთ» მყოფებთან.
14. ამაცილე იმის შიში,რომ შესაძლოა ეს ცხოვრება ფუჭად გავიარო.
15. ნუ მომცემ იმას,რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ,მომეცი ის,რაც მე მჭირდება. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.

Запись опубликована в рубрике სხვადასხვა с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «პატარა ნაბიჯების ხელოვნება-ანტუან-სენტ ეგზიუპერი»

  1. როგორ, როგორ მიყვარს ეგზიუპერი… და მისი მარტივი, მაგრამ ღრმა სიბრძნე…. ❤

  2. ყველამ ვისწავლოთ პატარა ნაბიჯების ხელოვნება

  3. კი, მეც ვცდილობ. არაა ადვილი ისე 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s