შოპინგი

მინდა გავიქცე. უკვე აჩემებად მექცა. ვხედავ, როგორ ვალაგებ ჩემოდანს და მივდივარ. სად ? ამის უამრავი ვარიანტია: 
1-ბრაზილიაში(განსაკუთრებით თუ ცივა), 
2-კუბაში(აი ეს ყველა სეზონზე მინდა),
3-ესპანეთში(ეს ალბათ ლიჩელის გავლენაა).
4-პარიზში(ბავშვობიდან შემორჩენილი ოცნება, რომელიც ისე აღარც გინდა, მაგრამ მაინც ვერ ელევი),
5-ეგვიპტეში(ოღონდ ეს დროებითი გაქცევაა, იქ დიდი ხნით არ მინდა),
6-არც ნიუ-იორკზე ვიტყოდი უარს, ვაშლი მიყვარს 😀 .
 

აი აზია და ეგზოტიკა არ დამანახოთ. 
მინდა მქონდეს სახლი ხედით ზღვაზე და ვიყო სხვა და არაფერი მაკავშირებდეს ჩემს ადრინდელ, გაქცევამდე, ცხოვრებასთან. ახალი ცხოვრება მინდა, ეს ძალიან მოძველდა, მოდიდან გადავიდა, მომბეზრდა და გამოვიცვალო მინდა. 
მინდა შოპინგი ცხოვრებების. ჰა, ჰა, რა მაგარია! დადიხარ დიიდი ჩანთით, სასურველია საგორავებიც ჰქონდეს, თორემ შეიძლება მძიმე გამოვიდეს შენაძენი. ყიდულობ სხვადასხვას, სხვადასხვა განწყობისთვის, სხვადასხვა სეზონისთვის, სხვადასხვა ამინდისა თუ სხვადასხვა ეპოქისთვის. მერე მოდიხარ სახლში და ხან ერთს იზომებ და ხან მეორეს და ასე…
მინდა. მორჩა, ვიწყებ შოპინგს! 
…სუპერ, არა, მეგამარკეტში ვარ. საერთოდ შოპინგი მღლის, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა.                                                                                                                                                                    
 -უკაცრავად, ერთი ამერიკელი ქალის ცხოვრება მინდა, თუ შეიძლება. რა? საბანკო ანგარიშით თუ ისე? იყოს, ანგარიშსაც ავიღებ, საიმედოა და უფრო დიდხანს გაძლებს. ამას ბინა მოუხდება მეხუთე ავენიუზე. აა, ეგეც გაქვთ? უი, რა კარგია! არა, მანქანა და კაცი არ არის საჭირო, თუ დამჭირდა, თვითონ ავარჩევ მერე. სამსახური მოყვება? აა, ჩემს სურვილზეა? კი, იცით, ავიღებ მაგასაც, შემირჩიეთ რამე საინტერესო და მაღალანაზღაურებადი. 
გვერდითა დახლთან დიდი რიგია.                                                                                                    
 -იქ რა იყიდება?-ვკითხულობ.                                                                                                            
 -მანდ ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხოვრება იყიდება. 
უფ, არა. ეგ არ მინდა ნამდვილად. ვეძებ ჩემთვის სასურველ ვარიანტებს.
აი, იქით ეიფელის მაკეტია. ე.ი.ფრანგული ცხოვრება იყიდება.                                                  
 –მომეცით თუ შეიძლება, ოღონდ აუცილებლად წონაც ფრანგული უნდა იყოს და ბინა მონმარტრთან ახლოს, ბევრი ფრანგული პარფიუმით, დიდი კუტურიების ბრენდებით, აქსესუარებით და სასიყვარულო თავგადასავლებით. 
ახლა ვიზუალის ყიდვის ჯერია.                                                                                                          
 -მომეცით ერთი ნაომის ტან-ფეხის კომპლექტი, ერთი შარლიზ ტერონის და ერთიც მონიკა ბელუჩის, არა, მონიკას სახეც მოაყოლეთ. რა? საშინაო ვიზუალი ხომ არ მინდა? არა, გენაცვალე, ეგ ხო ისედაც მაქვს. 
დროა ხასიათსაც მივხედოთ .                                                       
-ამიწონეთ 10 კილო ეგოიზმი, ამდენივე ჯანმრთელობა, 5კილო თავხედობა. დელიკატესებიდან რა გაქვთ? ინტელექტი და ზრდილობა? და რატომ ასე იაფად?სეილია? აა, მესმის, მოდაში აღარაა და არამოთხოვნილებადია. იცით, ეტყობა მაინც წავიძველმოდურებ და მაინც ავიღებ ასე 1-1 კილოს, ბევრი მაინც მავნებელია და გამოვიზოგავ. ნიჭი სად შეიძლება ვნახო? აა, გათავდა? და ასე ცოტა მიიღეთ? ხო, გასაგებია, აღარ შემოდის ხო? რას ვიზამთ. თანაც ეგ ხო არ არის აუცილებელი.
  
 ჩანთა ძალიან დამძიმდა, კიდევ კარგი საგორავებზეა, თორემ რა ათრევდა. 
ვაჩერებ ტაქსის და კმაყოფილი მივდივარ(ვითომ სახლში?). 


შოპინგობის იდეა დროული აღმოჩნდა, ტრუსები მქონია გასაახლებელი…  
Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s