სუპერგოგონებს

უკვე ინტერნეტსაც მისწვდა ქართველი ქალების კრიტიკა.  ასეო, ისეო, გოიმები არიან და შეზღუდულები, ვერ იძლევიან ადვილად და თუ იძლევიან, მერე განიცდიანო. ვერც არატდრადიციულში ვარგიანო და რა ვიცი.
ოღონდ ახლა ამას ქალები წერენ, უფრო სწორად გოგოები(ასაკი 18-19), თან ძალიან ამაყად.
საამაყო ნამდვილად აქვთ: კიდეც სვამენ, კიდეც წვებიან იოლად, მერე დგებიან და არ განიცდიან, ის კი არა თავს სექსუალური რევოლუციის დედებად თვლიან და ზემოდან უყურებენ ყველას, ვისაც თავმოყვარეობა და მორალი ვერ აძლევს სრულ თავისუფლებას ამორალურობაში. მერე მათი შეფასებებით მოხიბლული მამრების კომენტარებს ეცნობიან და ახლა უკვე მწერლობის და კრიტიკული აზროვნების დედაბოძებად მოაქვთ თავი.
ნეტა არ იციან, რომ ქართველ ქალსაც ისევე უნდა იყოს თავისუფალი, როგორც სხვას, მაგრამ ის სხვა სხვაგან ცხოვრობს და იქ ის ამბავი, რომ პირადი და ინტიმური მხარე მოგვარებული უნდა გქონდეს, ჩვეულებრივი ამბავია და ამაზე არც არავინ იჭყლეტს ტვინს.
ალბათ არც ის იციან, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე სწორედ ის მამაკაცები არიან, ასე კმაყოფილი რომ დატოვა მათმა შეფასებებმა. აბა რა ქნას გოგომ იმ ქვეყანაში, სადაც 16 წლის თუ შეხვედრაზე დათანხმდება და ერთი-ორჯერ აკოცნინებს, გაბღენძილი და საკუთარ სუპერმამაკაცობაში დარწმუნებული იდიოტი მეორე დღესვე ყვება ძმაბიჭებში და არა მარტო ძმაბიჭებში, როგორი ადვილად შესაბმელი და იოლად მიმცემია ეს გოგო.
ქალიშვილობის ინსტიტუტით გაწამებული არიან ქართველი ბიჭებიო. და მერე ვინ დააკანონა და ვის აწყობს ამ ინსტიტუტის არსებობა? გოგოებს რომ არა-დარწმუნებული ვარ. ან რა მოსაწონია, ვერასდროს აჰყვე გრძნობას ბოლომდე და მუდმივად მომავალ შედეგზე და პრობლემაზე იფიქრო და იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს მარტო სიზმარში არ გქონდეს სექსი, აუცილებლად უნდა გათხოვდე და ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ ისე შეგეშალა, რომ უკვე გერწყევა ამ კაცზე და აღარც სექსი გინდა შესაბამისად.
მგონი, არც ერთი გოგო იტყვის უარს
ჯანმრთელ ცხოვრებაზე, მაგრამ რომ ვერ გამოდის? მე ძალიან მინდა ერთ დღეს ყველა გოგომ მოაწყოს აქცია და ყველამ დაკარგოს ქალიშვილობა, ისე, რომ სანთლითაც ვეღარ მოიძებნებოდეს ამ ქვეყანაში ქალწული. მერე რაღას იზამენ, ძალიან მაინტერესებს. საერთოდ სულ მიკვირს, რატომ არავის მოსდის თავში შეისწავლოს ქართველი ქალის ფენომენი. იცხოვრო ამ მონსტრებთან(სხვას ვერაფერს დაარქმევ ჩვენებურ კაცს)თან იშრომო ვირივით(მაგდანები ლურჯებად გადაიქცნენ), თან აუფროსო და კუდი უქიცინო, თან ქალურობაც თუ ვერ შეინარჩუნე, გაძროხდიო-გეტყვის.
ჩემო ძვირფასებო, არ ვართ ჩვენ უარზე ვიყოთ «სლიშკომ» თავისუფლები, გვქონდეს მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება, მაგენი არ გვაძლევენ საშუალებას, თორემ ვინ მამაძაღლი?..ისე რომ, ნაკლები ამბიცია და ნაკლები პრეტენზია,თუ შეიძლება…
.<left></left>

<img  <="" height="400" p="" src="http://www.krassota.com/i/butterf/12.gif" width="400" />

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «სუპერგოგონებს»

1. ჰა ჰა ჰა ზუსტად მოარტყი, ჩვენ კი არა ეგენი არიან დაკომპლექსებულები არაქალიშვილს ცოლად ვერ მოიყვანენ და ასე შემდეგ. სწორედ კაცები არიან ადამიანები რომლებიც ქალებს ასე ახარისხებენ ადვილად მიმცემები და უკარებლები 🙂 სისულელეა და მეტი არაფერი.

2. იმედია ერთხელაც მიხვდებიან ქართველი მამრები, რომ აპკი არაა ბედნიერების გარანტია 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s