წმინდანომანია და პირიქით

ცოტა არ იყოს შევშფოთდი, ხო იცი. რაღაც უცნაური ტენდენციაა,აქილიკო ყველაფერი, რაც შენამდე იყო, თან ისეთი სიამაყით, თითქოს მესიასავით ხარ მოვლენილი სამყაროს გადასარჩენად. არა, არც ის ვარგა, რაკი ძველია, ცამდე აიყვანო ქებით. რა უბედურებაა ყველაფერში ასეთი უკიდურესობა?

ვიღაც იდიოტი აცხადებს აკაკი წმინდანად შევრაცხოთო და მეორე იდიოტი მიწაში დებს აკაკის. და რა მისი ბრალია, რომ ამ ქვეყანაში კულტომანია და ყველას გაწმინდანების მოთხოვნილებაა? იყო თავისთვის, რას აშავებდა, ვერ ვხვდები.

იქ ვიღაც ნერვებს იშლის, მაგ უზნეო იყო, თამაში უყვარდა, ქალები და უხამსი ხუმრობებიო. ისე მე ზუსტად მაგიტომ მომწონს, რომ არ ცნობდა დაკანონებულ წესებს მორალის შესახებ. კარგი ისაა, რომ ვინც ამას ამბობს, თვითონ წერს ეროტიკულ ისტორიებს და ცდილობს შეიქმნას «თავისუფალის» და ზღვარგადასულის იმიჯი და თუ ვინმე ცუდად შეაფასებს, ირონიულად გადაუკრავს, რომ იმიტომ დაიწუნეს, რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებლები არიან და წარსულში ჩარჩენილები.
მოკლედ სრული «დურდომია». არც მე ვგიჟდები აკაკის ლექსებზე და მოთხრობებზე, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმის, რომ ვამტკიცო, უვარგისია-მეთქი. 
იქ ილიასაც გადაწვდნენ. რა მისი ბრალია,»მართალი» რომ უწოდეს? რა, ითხოვა თუ რა?ნეტა ერთი მასეთი მოგვცა და უკაცრავად პასუხია და ტრაკზეც ვაკოცებდი. ისე მარტო მე რატომ?: ))) აქეთ აღმაშენებელის ნოსტალგია და ტირილი არ დამთავრდა და თეოკრატიულ სახელმწიფოს შექმნაზე ოცნება. იქით მართლმადიდებლობაზე ღადაობა და ამ სიტყვის სალანძღავ და დასაცინ სიტყვად ხმარება. 
მახსენდება ისტორია და ისინი, ვისაც ამბიცია ჰქონდა იმის, რომ მისით იწყებოდა ახალი ეპოქა და სამარდებოდა წარსული. დღეს ისინი არსად არიან, ვისაც ებრძოდნენ კი ახლაც ვიცით. 
დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს და მოდი, თქვენ ნამეტანი ნუ შეიწუხებთ თავს. სანამ ვინმეს გადაუვლით, კარგი იქნება დაფიქრდეთ, გაქვთ თუ არა მორალური უფლება, ხართ კი მასზე რამით უკეთესი?!. 

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s