სიგარეტი

რატომ ვერ (თუ არ) ვანებებ სიგარეტს თავს (ცოტა დავიბენი სასვენი ნიშნის ამბავში, ვეღარ გავერკვიე, კითხვის ნიშანი უნდა თუ ძახილის, თუ სულაც მრავალწერტილი).
 

ისე გამოვიდა, რომ ეს მოდური სამყაროსთვის ავადსახსენებელი ჩემს მეგობრად იქცა. 
მწყინს რამე და განვიცდი- ვეწევი და მშველის,
მიხარია რამე ძალიან-ვეწევი და ვნებივრობ,
ვფიქრობ რამეზე-ვეწევი და უკეთესად მეფიქრება.
ღამით ტაქიკარდია მაწუხებს და მეღვიძება-ვეწევი და მერე მეძინება.
უშინაარსოდ მიდის დღე (და ასეთი დღეები მრავლად მაქვს)-ვეწევი და დროს ადვილად ვკლავ,
გადღლილი ვარ და ვეწევი-ვისვენებ. 
და საერთოდ, მომწონს ,რომ ვეწევი. წარწერების მრავალფეროვნება სიგარეტის კოლოფებზე არ მეარგუმენტება. 
აბა შეხედეთ : 
1-სიგარეტი იწვევს უშვილობას-აი დარდი, უკვე ორი ცალი მყავს და ლამის ისინიც უკან შევიბრუნო.
2-სიგარეტი იწვევს იმპოტენციას-აუფ,ისე ხო რას ამბობ, აღარ ვარ დილიდან დაღამებამდე უწყვეტი და ველური სექსით.
3-სიგარეტი კლავს-კაი კაცო, სხვა არაფერი? გადი, გაიარ-გამოიარე, მიიხედ-მოიხედე, თან ზედ სასმელ-საჭმელიც დააყოლე და ეგაა. მაგით ვერ შემაშინებთ. თანაც თუ სულ არაფერი მეტკინება და ჯანმრთელი ვიქნები, ხო უფრო გამიჭირდება სიკვდილი? და ეს რომ აუცილებლად იქნება სიგარეტითაც და უსიგარეტოდაც,  ესეც ხომ ფაქტი?
ხოდა, ჯანდაბას ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილებები .მაგას სჯობია წესიერად მომემსახურონ სადაზღვევო კომპანიები.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s