როგორ ავიწყოთ ცხოვრება

დავიწყოთ იმით, რომ მშობლებმა არასწორად უნდა აღგზარდონ: უნდა მიგაჩვიონ ზედმეტად ზრდილობიანობას, უფროს-უმცროსობას, მორჩილებას და საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავის შეკავებას.

მერე ბევრი უნდა ისწავლო, იკითხო, არ უნდა გაგიჩნდეს სურვილი დაემგვანო გადაპრანჭულ თანატოლებს და მთელი დრო და ენერგია უნდა მოახმარო ინტელექტის ამაღლებას.

მერე, როცა თინეიჯერობას კარგა შორს მოიტოვებ, უნდა შეარჩიო საბედო. სასურველია,  გარღვევა ჰქონდეს ინტელექტში, კარგია,  თუ აღმოჩნდება, რომ უსაქმურიცაა და ჯერ მამის კმაყოფაზეა და მერე პერსპექტივაში გაქვს, რომ შენი სარჩენი გახდება.

მერე უნდა გააჩინო შვილები, ნუ ორი მაინც, წესია და ყველაფერი, პაპსა ვარიანტია. მერე რა, თუ მამა ვერ ან არ არჩენთ, აგერ არ ხარ? მერე უნდა გაიფუჭო ნერვული სისტემა, ჯანმრთელობა, შენი გეგმები და საერთოდ, ფიქრი საკუთარ მომავალზე. ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვალ იქამდეც, რომ შეიძლება კიდეც იცინო საკუთარ ყოფაზე, მერე რა, თუ სიმწრით.

მერე კარგი იქნება, თუ თანამეცხედრე ბედის საძიებლად დიდ უცხოეთში წავა და ეს ორი პირმშო მუდმივად შენი კისრით სათრევი იქნება, თუმცა რა, მანამდეც ასე არ იყო? სამაგიეროდ ნერვებს აღარავინ აგიშლის პრეტენზიებით. მერე ბევრი უნდა იწვალო, «იფოკუზნიკო», დაზარდო შვილები, მეტი სიმძაფრისთვის უმჯობესი იქნება, თუ ვაჟები გეყოლებათ, მაინც, რომ არ მოდუნდეთ და მუდმივად ბრძოლის ველზე იყოთ.მერე, რომ გაიზრდებიან, ახლა ისინი გააგრძელებენ მამის(თუ დონორის?)გზას, 23 ქრომოსომის ამბავია 😀 . მერე აუცილებელია, რომ მეუღლემ განქორწინება მოგთხოვოთ, აბა იქ ფეხი ვერ მოიკიდა და რა ქნას, უნდა იქორწინოს, ნუ ფიქტიურად თუ ფაქტიურად ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მერე შენ უნდა ირბინო , მოაგვარო ყველაფერი და ხუთიანზე შეასრულო მისი თხოვნა, თან გული გიფართხალებს სიხარულისგან და ყოველ დარეკვაზე ელდა გაქვს, ვაითუ გადაიფიქრაო.

მერე გააგრძელებ სიზიფეს შრომას, მადლობელი, რა თქმა უნდა , არავინ იქნება, არც არავინ იფიქრებს, რომ შენც კი გინდა ხანდახან იგრძნო თავი კარგად და რეალიზებულ ქალად, მაგრამ რა მოხდა მერე? მერე აიკვიატებ გაქცევის იდეა და ,რა თქმა უნდა, ვერსად ვერ გაიქცევი, ნუ თუ არ ჩავთვლით კუკიაზე გაქცევას, თან უკანმოუხედავად და უკანმოუსვლელად(თან იქ ხო ვაკანტური ადგილიც გაქვს და მთელი ოჯახი თითქმის იქ გყავს დაბინავებული). ეს დროც მოვა, თუ ჭკუით მოიქცევი და ერთ ძველ ქართულ სიბრძნეს(თუმცა რომელი არაა სიბრძნე): «ნუ დაკარგავ ძველსა გზასა…»დაუჯერებთ 😀 . აბა თქვენ იცით. გკოცნით თქვენი კატერინა.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «როგორ ავიწყოთ ცხოვრება»

  1. მაგარი იუმორი გაქვს. ყველა პსტზე კომენტარს არ დავწერ მაგრამ ზოგიერთზე თავს ვერ ვიკავებ, არ მინდა მოგაცდინო, აუცილებელი არაა პასუხის გაცემა 🙂 ნუ მე ამ პოსტმა გამაცინა, ვხვდები უფრო მეტის თქმა გინდა ვიდრე რაიმე სასაცილოსი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ მე ამა სოფლის ამაოებაზე დამაფიქრა/დამანახვა.

  2. რას ამბობ, მე გამიხარდება პირიქით. პასუხი კი ერთგვარი გაბაასება გამოდის, ასე არაა? იუმორის ნაკლებობას არ ვუჩივი, არც თვითირონიისას, ეტყობა გურული ფესვების ბრალია 🙂

  3. ახლა კიდევ გადავიკითხე ეს პოსტი, შენს თავზე წერ არა? რა სამწუხაროა თუ ასეა.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s