ჯაჭვის ერთი რგოლი

 უკვე 25 წლის ვარ. როგორც იტყვიან, მეოთხედი ცხოვრება გავიარე. ისე, კაცმა რომ თქვას, რატომ მეოთხედი? გააჩნია ზღვარი სადამდეა, თორემ შეიძლება ნახევარიც იყოს, ან თუნდაც მთელი.
კმაყოფილი არ ვარ არც თავით და არც საკუთარი ცხოვრებით. მუდმივად რაღაცას ვეძებ და საბოლოოდ ხელცარიელი ვრჩები.

საშინელი ჩვევა მაქვს: წარმოვიდგენ ხოლმე რა როგორ უნდა იყოს, ვიწყებ ბრძოლას და შრომას და ფინალში ხელში იმ წარმოსახვის პაროდია მრჩება. 
ვოცნებობდი დიდ სპორტზე და რაღაც უნიჭო გუნდის მწვრთნელი ვარ, სადაც უფრო მონდომებულმშობლებიანი ბავშვები არიან, ვიდრე ნიჭიერები. 
სახლში მხოლოდ დასაძინებლად შევდივარ. დედაჩემი სულ მსაყვედურობს, სასტუმრო ხომ არ არის, მარტო დასაწოლად და საჭმელად რომ მოდიხარო. ვისაც 50-ს მიტანებული მამა ჰყავს, ის მიხვდება, რატომაც ვიქცევი ასე. მათთვის ერთგვარი გარდატეხის ასაკია (ანუ კლიმაქსის პერიოდი) და აუტანლები ხდებიან. ახლა წარმოიდგინეთ გართულებული ფორმის კლიმაქსი და მის ნიადაგზე შიზოფრენია! აღარ შემიძლია მისი ატანა, თან მეცოდება. ჰოდა, გამოსავალი ვიპოვე : მეც რომ ჰალუცინაციები არ დამეწყოს, იშვიათად ვარ ოჯახში. 
რაც შეეხება მეგობრებს, მათ, რაც დრო გადის, ისე ჩუმად და შეუმჩნევლად ვკარგავ, აგერ გახვრეტილი ჯიბიდან რომ გამოგიცვივდეს რამე. თუ ასე გავაგრძელე , დიდი შანსია მეგობრად მარტო ჩემი კომპიუტერი დამრჩეს. ინტერესების სფერო მივიწროვდება. თუმცა რა, ყველა ასე არ არის? დავლიოთ, «ნაშები» ავყაროთ, დავბოლდეთ- ძირითადად ამ სამკუთხედში ვტრიალებთ. მომბეზრდა მაგრად. თანაც როცა ვთვრები, ობიექტურობას ვკარგავ, ყველა მიყვარს, ყველას ვესიყვარულები. ჰოდა, გამოფხიზლებულს რომ მახსენდება, რამდენ იდიოტს ვაქებ-ვადიდებდი და ძმობას ვეფიცებოდი, ნერვები მეშლება. ხან იმ გოგოს ლოგინში გამეღვიძება ხოლმე, უკვე რომ დავშორდი დიდი წვალებით და ძლივს რომ გავაგებინე, რომ უნდა შემწყდეს. ეს ყველაზე ცუდია, რადგან თავიდან იწყება ყველაფერი და ორმაგად ძნელდება მისი თავიდან მოშორება. 
გოგოებს რაც შეეხებათ, აქ საერთოდ აღარ ვიცი, გამეგება რამე, თუ არა. არა, პრობლემა არასდროს მქონია. შეიძლება ითქვას, პირიქითაც, ყოველთვის მიადვილდება დაახლოება. ბიჭებს რომ ვკითხოთ, მიმართლებს. მაგრამ მე არ ვთვლი ასე. ხო, აბა ის ასაკი უკვე გავიარე, ქალის შებმა და ლოგინში ჩაწვენა ვაჟკაცობად და გმირობად რომ მიგაჩნია. კი, ეს ერთგვარ თავდაჯერებულობას გმატებს, მაგრამ არ მომწონს ხანმოკლე და ერთჯერადი ურთიერთობები. ეს უბრალო ძველქრთული ტყნაურია. მე სექსი მირჩევნია. ამაზე ჩემი მეგობრები ხალისობენ და დამცინიან, რა განსხვავებააო. მე კი მგონია, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩემთვის სექსი არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი, რომელიც სრულყოფილს ხდის ამ ურთიერთობას. ეს არის გრძნობის, ვნების გამოხატვის რიტუალი, ხანგრძლივი პრელუდიით და პომპეზური ფინალით. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია ასე, თუ პარტნიორი მოგწონს, გიყვარს (ნუ გგონია, ყოველშემთხვევაში) ანუ გინდა მასთან ცხოვრება. ეს კიდევ პრობლემას ქმნის. ისეთი გოგო, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა მოგინდება, არაფრით დაწვება შენთან ბეჭდის გარეშე, ან თუ დაწვება, ეგრევე ოჯახურს იჭერს. ამით ყველაფერი ფუჭდება. საერთოდ, შევამჩნიე,რომ ტენდენციაა ასეთი-გოგოები აკვნიდანვე ოცნებობენ გათხოვებაზე. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, აქამდე არც არავიზე დამწყვეტია გული. მოკლედ, არ გამომდის პირადი ცხოვრება და მგონი ვიცი, რატომაც… ჩემდაუნებურად ყველას ერთ ადამიანს ვადარებ. ვგრძნობ, რომ მისნაირს ვეძებ და სულ ტყუილად. თვითონაც მითხრა, მაგას დროზე თუ არ შეეშვები,დარჩენილხარ მარტო და ეგააო. 
ყოველ ახალ ურთიერთობას ვიწყებ იმედით და ვამთავრებ იმის აღიარებით, რომ დავმარცხდი, რომ მე უკვე მიყვარს ერთი ადამიანი და ამას ვერ ვცვლი. არა, ეს სულ მახსოვს, მაგრამ ისეთი პონტია, თავსაც რომ არ უტყდები და ცდილობ არ ჩაუღრმავდე. მაგრამ როცა მარტოობას ვგრძნობ, მაშინ ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეა. მგონი, მანაც იცის, მაგრამ არ იმჩნევს და ცდილობს ჩემი სიტყვები და საქციელი ტაქტიანად მოაქციოს სხვა ურთიერთობის ჩარჩოებში. პრობლემა ისაა, რომ ის ჩემი მეგობრის დედაა… ვიცი, მახსოვს, რომ ეს არაეთიკურია და ა. შ. მაგრამ ვერაფერს ვცვლი. არადა ბავშვობიდან ვიცნობ. ყველაფერი, რაც ვიცი, მისითაა. არ მახსოვს, პირველად როდის აღვიქვი, როგორც ქალი და თან სულაც ვერ შევამჩნიე ის, რა ქვია იმას? ხო, ასაკობრივი ზღვარი (სრული ყლეოობაა ). მგონი მერე, სტუდენტობისას. 
ახლაც ვმეგობრობთ. ხადახან ისე მომინდება ხოლმე მასთან ყოფნა, საუბარი, რომ ვგრძნობ, როგორი აუტანელი ხდება უმისობა. მერე, როცა ვნახულობ, იმასაც ვგრძნობ, რომ მარტო საუბარი და მეგობრობა კი არა, გაცილებით მეტი მინდა მასთან. 
ერთხელ გავბედე და ვუთხარი. რა გიყო აბა, დროში ავცდითო, მითხრა და ისე გამიღიმა, გული შემეკუმშა…
 ვინ იგონებს ამ იდიოტურ წესებს ? კაცმა რომ მმკითხოს, მკიდია საზოგადოების აზრი და ვერ ვიტან უაზრო აკრძალვებს, მაგრამ აჰა, ფაქტი ერთია: მეც ვემორჩილები . არ ვიცი, როდემდე ვიქნები ასე. ერთი კი ზუსტად ვიცი- ჩემი ცხოვრების ჯაჭვს ერთი მნიშვნელოვანი რგოლი აკლია და უიმისოდ არაფერი გამომივა. 
იქნებ მაინც გავბედო როდესმე. არ ვიცი. ალბათ როცა ყველა შესაძლებლობას ამოვწურავ და საბოლოოდ მივალ დასკვნამდე, რომ ასეთი გრძნობა და ურთიერთობა ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება მოგეცეს და ხელიდან არ უნდა გაუშვა…
 ჭირსაც წაუღია ტრადიციები, წესები და მორალი…
Запись опубликована в рубрике პროზა с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «ჯაჭვის ერთი რგოლი»

  1. anna:

    ჩემი ცხოვრების ჯაჭვსაც აკლია ერთი გორგალი და იგივე მიზეზით» ტრადიციები,. წესები, მორალი»… და მეც ვეგუები მტკივნეულად ( ზოგჯერ ძალიან ძლიერია ტკივილი) მაგრამ მაინც(((

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s