ორიოდ სიტყვა ანუ რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს წიგნების კითხვამ :D

აღარც მახსოვს,როდის ავცდი სწორ გზას და მოლიპულზე შევდგი ფეხი.

იმ დღიდან გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ცხოვრებამ გართულება.

საინტერესო ისაა, რომ ხვდები ამას, მაგრამ ვეღარც ეშვები, იმიტომ რომ ეს უკვე შენი ცხოვრების წესად იქცა.

გზიდან აცდენაში უმეტესობა ამორალური ცხოვრების წესს გულისხმობს ან კრიმინალს. ნეტა მართლა ეს იყოს, ყელში ამომივიდა ამდენი ზნეკეთილობა და პატიოსნება, სირცხვილიც კია, რომ დაფიქრდე. მე წიგნის კითხვას ვგულისხმობდი.

თავიდან მოგწონს, დოჩანაშვილის არ იყოს, უფრო ჭკვიანი რომ ხდები. მერე მუღამში შედიხარ. მერე თანდათან ხვდები,რომ ნელ-ნელა კარგავ ადამიანებს იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ გაიზარდე და საერთოს ვეღარ პოულობ მათთან.

დროთა განმავლობაში შენნაირებს და შენთვის ნაცნობ განცდებს და აზრებს წიგნებში უფრო ხშირად ხვდები, ვიდრე ცხოვრებაში.

ადრეულ ასაკში შეიძლება კითხვა არა მხოლოდ შემეცნების პროცესად, რეალობიდან თავის დაღწევის საშუალებადაც კი იქცეს. აი ეს ცუდია. როცა წიგნს ხურავ, მერე გერხევა. მერე შეიძლება კიდეც შეგიყვარდეს ათვისებული წიგნის პერსონაჟები და თუ მათნაირებს დაუწყე ძებნა, ხო სულ მთლად დაგერხა.

ჩემი პირველი სიყვარული ჰოლდენი იყო(«თამაში ჭვავის ყანაში»), მერე-ნაგელი(«მისტერიები»), ხო, ჩვენი ალუდა და ჯოყოლა გამომრჩა, თავადი მიშკინი(«იდიოტი») შემდეგ მანუელო კოსტა და დონ დიეგო(«სამოსელი პირველი»), ჟივაგო(«ექიმი ჟივაგო»),დიდი გეტსბი,იგი ქარჩხაძის მოთხრობიდან და მისივე დავითი(«ანტონიო და დავითი»), ბენჯი(«ხმაური და მძვინვარება»), პლეხანოველი მოგელა(«made in tifliss»)… რაც უფრო იზრდება სია,მით მეტია ალბათობა პირადი ურთიერთობების ვერაწყობის.ზუსტად ასე იყო ჩემს შემთხვევაში..

ახლა კი ვიცი, რომ ასეთ ტიპაჟებს იმიტომ კი არ ქმნიან მწერლები, რომ რეალობაშიც შესაძლებელია.უბრალოდ აჩვენებენ მკითხველს, რომ კარგი იქნება, თუ ასეთი ადამიანები იქნებიან სამყაროშიო. ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება ხომ კათარზისს ემსახურება და მიზნად კაცობრიობის გამოსწორება აქვს.

მე ისევ ვაგრძელებ კითხვას და ახლა უკვე წიგნებში ჩემს შეცდომებს და მათ ახსნას ვპოულობ და მომწონს…და მაინც…იკითხეთ კარგი წიგნები.მერე რა,რომ თქვენც ალბათობა გაქვთ ცხოვრების გართულების. სრული კმაყოფილები და ბედნიერები რომ ამებები არიან, ეს ხო დამტკიცებას არ საჭიროებს! სამაგიეროდ, ჩვენ ბევრი ვიქნებით, ჩვენ — კარგი წიგნების მკითხველები, მოაზროვნეები, არაერთუჯრედიანები, ვერაწყობილცხოვრებიანები!!! ირონიით შევხედავთ ყველაფერს, დავცინებთ საკუთარ წარუმატებლობას, მათთნაირების საცოდავ თავმომწონეობას ,იარაღად ირონიასაც მოვიშველიებთ და მაგრად გავერთობით :))))

ახლა კი წიგნების ჩამონათვალზე გეტყვით კვლავ ორიოდ სიტყვას. კარგად რომ დავფიქრდი, თავს ვერ მივეცი უფლება, ასე კატეგორიულად დამესახელებინა,რ ა უნდა იკითხოთ და რა- არა. აქ უამრავი ფაქტორი ფაქტორობს და გასათვალისწინებელია. ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ ჩამომეთვალა ის წიგნები და ავტორები, რომელთაც დიდი გავლენა იქონიეს ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე და რომლების გარეშეც ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. ამჯერად მხოლოდ ათეულით შემოვიფარგლები:

1.»პეპი მაღალწინდა»-ასტრიდ ლინდგრენი, რომელმაც პირველად დამაფიქრა იმაზე, რომ განსხვავებულობა სულაც არაა ცუდი და გამიჩინა სურვილი, მეც გამეპროტესტებინა რაღაც-რაღაცები;

2.»მარტოობის ასი წელიწადი»-გაბრიელ გარსია მარკესი, სადაც დავინახე, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, რომ ყველაფერი შექცევადია, სიკეთეც და ბოროტებაც;

3.»ხმაური და მძვინვარება»-უილიამ ფოლკნერმა ამ წიგნით კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ვინც სხვებისთვის გიჟი და შეურაცხადია, ბევრჯერ სწორედ ისაა ყველაზე ჭკვიანი და მგრძნობიარეც;

4.»დიდი გეტსბი»-სკოტ-ფიცჯერალდი თავისი სევდიანი,მაგრამ მართალი მორალით:ეს ცხოვრება ვერ გუობს დიდ ადამიანებს;

5.»მისტერიები»-კნუტ ჰამსუნი-აქ ვისწავლე,რომ ვინც ყველაზე ნაკლებად ზრუნავს საზოგადოების ერთსულოვან აღიარებაზე და აღფრთოვანებაზე,სწორედ ისაა კარგი;

6″ექიმი ჟივაგო»-ბორის პასტერნაკი-აქ მივხვდი,რომ ნამდვილი ინტელიგენტისა და ზნემაღალი ადამიანისთვის არც ერთი წყობილება არ მოგონილა ჯერ;

7″.homo faber’-მაქს ფრიში-ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება მანქანას დაამსგავსოს ადამიანი ცხოვრებამ;

8.»თამაში ჭვავის ყანაში»-ჯერომ სელინჯერი-,რომელმაც ჰოლდენის სიყვარულის გარდა სურვილი გამიჩინა, ცხოვრებაში, რომელიც ყანას ჰგავს, გადავარჩინო ბავშვობის ნამსხვრევები უფსკრულში გადაცვენისაგან;
9.»ვიქნები თუნდაც განტენბაინი»-მაქს ფრიში;-მისი წაკითხვის შემდეგ ამეკვიატა იდეა ისტორიების მოგონების;

10-«სამოსელი პირველი»-გურამ დოჩანაშვილი-ნეტა შემეძლოს გამოთქმა…ეს ის შემთხვევაა,როცა სიტყვები უძლური არიან,მაგრამ ერთს ვიტყვი-ეს ჩემი წიგნია :D.
მგონი, ძალიან გამიგრძელდა ჩემი წერილი და იქნებ თავიც მოგაწყინეთ.დაგემშვიდობებით იმ იმედით,რომ ამ ქვეყანაში მოიმატებს მკითხველთა რიცხვი.სხვანაირად ხომ ვერც ვიოცნებებთ თავისუფალი საზოგადოების შექმნაზე.ნამდვილი თავისუფლება ადამიანის გონებაშია და ეს მხოლოდ წიგნების კითხვით მიიღწევა.

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , , , , , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

15 комментариев на «ორიოდ სიტყვა ანუ რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს წიგნების კითხვამ :D»

  1. საინტერესო იყო :)) «ნამდვილი თავისუფლება ადამიანის გონებაშია და ეს მხოლოდ წიგნების კითხვით მიიღწევა» ყველაფერში გეთანხმები :)))

  2. მადლობა ყველას.ეს ის შემთხვევაა, როცა კარგია, ბევრნი რომ ვართ.როცა ამ წიგნის სიყვარულს ეხება საქმე, კარგია უმრავლესობაში ყოფნა.მადლობა ამდენი პოზიტივისთვის,ასე დეფიციტი რომაა დღეს.:* :* :*

  3. makakuna:

    არაჩვეულებრივი პოსტია.

  4. შენი წიგნი? ჩვენი წიგნი 🙂 უი კომენტარი არ უნდა დამეწერა არადა….

  5. ყველასი 🙂

  6. N..........:

    ბაჩანას < დავამატებდი ' მარადისობის კანონიდან ' ❤

  7. nini:

    ძალიან ძალიან ძალიან მაგარი პოსტია =)))

  8. მადლობა 🙂

  9. რუსუდანი:

    მართლა ძალიან მომეწონა, მე საკმაოდ უფროსი ვარ და მომწონს, როცა ახალგაზრდები ასე ფიქრობენ და უყვართ წიგნები!

  10. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის

  11. Lizaveta:

    ბედნიერია ის ვინც კარცერი ლუქსის გემო იხილა:) …

  12. ”მკითხველები,მოაზროვნეები,არაერთუჯრედიანები,ვერაწყობილცხოვრებიანები,ირონიით შევხედავთ ყველაფერს,დავცინებთ საკუთარ წარუმატებლობას,მათთნაირების საცოდავ თავმომწონეობას ,იარაღად ირონიასაც მოვიშველიებთ და მაგრად გავერთობით )))”— აი,მეც ამ პროგრამას მივყვები — თუ წავიკითხავ და აზროვნებას დავიხვეწავ, მაშინ ცხოვრება უფრო ძნელი კი არა — უფრო ადვილი გახდება,რადგან მანევრირების უნარიც მომემატება.

  13. სწორედ ეგ მიდგომა მაცოცხლებს ამდენ ხანს და მაძლებინებს 🙂 ამართლებს

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s