ნეკროლოგი-ჯერომ სელინჯერს

ოოო, ეხლა დაიწყება და არ გაჩერდება, რაც აქამდე თავი შეგვიკავებია სულ ერთად ავინაზღაურებთ, რაც აქამდე ჩუმათ ვიყავით, ეხლა ავყაყანდებით….. მოწიწებით, პატივისცემით, აღფთოვანებით, და რავიცი კიდე როგორ არა…. მოკლედ მთელი ჩვენი აღმატებული ხარისხებით…. გულწრფელობითა და სპეკულირებით, მოდას აყოლით, აქტუალურობას არ ჩამორჩენით…..


ხოდა დავიწყეთ… ეხლა შეიძლება…..

მავანი და მავანი გამოქექავს ჩაკეტილ უჯრებს, ორმოცი წლის, თუ მეტი დროის მანძილზე ჩვენგან დამალულს, სხვისას, სხვის პირადს, ნებით არ გამხელილს და გამოიტანს სამსჯავროზე… გულმოდგინებით, გულწრფელი ინტერესით და თანდართული პატივისცემითა და სინანულით დავესევით დაუნდობლად, დიდი თუ პატარა! ყველას უნდა, ეჩქარება აინტერესებს რა არ გაუმხილეს.

ზოგი მოიწონებს, ზოგიც დაიწუნებს, ზოგიც სხვის აზრს დაიჯერებს და გაიმეორებს….

აფერუმ უცნობო ბებერო! როგორ მოახერხე ეს?! როგორ წახვედი ისე შორს რომ ვერავინ მოგაგნო?! არავინ გაიკარე! მართალიც იყავი! ჭკვიანი ხალხისგან მიზანთროპობა არც ისე იშვიათია (როგორც ჩანს ადამიანებს ჯერ კიდევ ვერ გვისწავლია ურთიერთობის ისეთი ჰუმანური ფორმა, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ და ვინ იცის, ვისწავლით კი), მაგრამ ასეთი იზოლაციის მიღწევა არავის გამოსვლია. აფერუმ უცნობო ბებერო! შენი გაიტანე! ბოლომდე! ჯიუტო ბებერო!

და მაინც, როგორი აუტანლებიც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის, როგორი მიზნთროპები და ძაღლიშვილები, კრეტინები და ნაბიჭვრაბი მაინც დიდია ცდუნება ურთიერთობის! და თითქმის ვერავინ ვერ უძლებს მას! მაშ შენ როგორღა გაუძელი ამას ბებერო? ერთხელ როგორ არ გძლია სისუსტემ? ერთხელ … ერთი სურათი ხალხში, ერთი ინტერვიუ გაზეთში….. ჯიუტო ბებერო!

ჯანდაბა! ამას ვერასდროს გავიგებთ! წყეულო ბებერო, «კარქა იყავი!»



Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s