ემოცია

… ღრმა ნაფაზი დაარტყა.                                        

-მეც მომეცი.
მეორე ღერსაც მოუკიდა და არც მიტრიალებულა, ისე მიაწოდა.
აივანზე გავიდა.
არ სჯეროდა, რომ მის საწოლში იწვა ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა(არ გეგონოთ, რომ ახლა აღარ) და ოთახში შესვლა არ უნდოდა.
                                           
 … აღარც  კი ახსოვს, როდის და როგორ შემოვიდა მის ცხოვრებაში. 
თვითონ უფროსი იყო და ყოველთვის როგორც პატარას , ისე უყურებდა. როგორც შეეძლო ზრუნავდა მასზე, რამდენადაც ეს ჩვეულებრივ სტუდენტს შეუძლია. მეგობრობდნენ.  საიდან და როგორ დაიწყო ეს მეგობრობა, ვერც იხსენებდა.
ყოველი დილა იწყებოდა ტელეფონით, მერე უნივერსიტეტის ბაღში ყურყუტით(თავის ლექციებს, რა თქმა უნდა, აცდენდა).
ისიც გამოძვრებოდა უშველებელი კარიდან. ამდენ გადაპრანჭულ-«განაშებულ» გოგოს შორის არ შეიძლებოდა არ შეგემჩნია, მუდმივად ფართხუნა შარვალში და «კედებში» გამოწყობილი, გაურკვეველი ვარცხნილობით, პატარა ბავშვის «პახოდკით». პატარა, სასაცილოდ აყირავებულ ცხვირზე ჭორფლი ეტყობოდა და დიდი, მოწყენილი თვალები ხან თაფლისფერი, ხან მწვანე ჰქონდა(თუ მზიანი დღე იყო).
მერე იწყებოდა გაუთავებელი ბოდიალი. 
ფული არ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, აბა სტუდენტს ფული საიდან . დაეხეტებოდნენ აღმა-დაღმა, უყვებოდნენ ერთმანეთს თავიანთ ამბებს, მათ შორის სასიყვარულოსაც, სასიყვარულოს რა, ძირითადად თვითონ ყვებოდა ისტორიებს, აბა იმას დიდი-დიდი ერთი-ორჯერ ჰქონდა ბიჭისთვის ნაკოცნი. 
სიარულით რომ დაწყდებოდნენ, მერე სახლში ავიდოდნენ. ლიფტი არასდროს მუშაობდა და მე-6 სართულს რომ მიაღწევდნენ, მერე ზურგზე შესმული აჰყავდა ბოლომდე. 
იქ ნახატებს ათვალიერებინებდა. პატარას კი ჰგავდა, მაგრამ ერთს რომ მოჭუტავდა თვალებს, არაფერი გამოეპარებოდა. ისეთ შენიშვნას მისცემდა, ბევრ პროფესიონალს რომ გაუჭირდებოდა. ესმოდა მხატვრობა, როგორც ყველაფერი. საუბრობდნენ წიგნებზე, ფილმებზე, ცხოვრებაზე. იჭყიპებოდნენ ყავით(საჭმელი არ იყო და რომც ყოფილიყო, მაინც არ ჭამდა. სულ საკუთარი წონით იყო უკმაყოფილო და მუდმივად დიეტაზე იჯდა) და ირღვეოდნენ სიგარეტით.
მერე ისევ უთავბოლო წანწალი იწყებოდა დაღამებამდე. 
სახლამდე აცილებდა.
მერე ისევ თენდებოდა და ისევ იწყებოდა თავიდან…
მეგობრები აშაყირებდნენ, ბარემ ჯვარს დაგწერთო. არასდროს დაფიქრებულა ამ ურთიერთობაზე, არ ჩაღრმავებია, მეგობრობდნენ და მორჩა. 
 ერთხელაც დაურეკეს, დედა გარდაცვლოდა. წასვლა მოუწია.
კარგა ხანს ჩარჩა ბავშვობის ქალაქში. 
ჩამოვიდა და მოიკითხა. 
თურმე სულაც არ ყოფილა პატარა. კიდეც გათხოვილა თავისი ჯვრისწერებით და ამბებით. 
ჯერ გაბრაზდა. მერე მიხვდა, რომ იმას არაფერი დაუშავებია. 
აი, აქ ყველაფერი აირია მის თავში. 
რატომაა, რომ როცა კარგავ ადამიანს, მარტო მაშინ იგებ მის ფასს?! გაგიჟდა, გადაირია, კანში ვეღარ ეტეოდა. ვეღარ იტანდა ვერავის, ვერც ამ ქალაქს ვეღარ იტანდა. ჰოდა გადაბარგდა.                                                                                                                
…მას მერე იმდენი წელი გავიდა. 
ახლა 40-ს მიკაკუნებულია, მუცელზე ცხიმის გროვით, თავზე მორცხვი დეკოლტეთი.
კაი ხანია, აღარ ხატავს. რა დროს ხელოვნებაა, როცა ოჯახია სარჩენი. მის სულში და თავში მარტო შუქის, გაზის და მისთანების ქვითრები, ბაზარი, სახელმძღვანელოები, მასწავლებლები და ასეთები ირეოდა და სადღა იყო ადგილი მხატვრობისთვის.                                                                                              
… ან რა უნდოდა? ნეტა სულ არ შეხვედროდა. სადაც აქამდე იყო ჩუმად, ღირდა კი ყველაფრის გახსენება და გამჟღავნება? არადა რამდენჯერ უფიქრია, უოცნებია ამაზე. ახლა რა? დგას აგერ აივანზე, შერცხვენილი, გაოგნებული და ოთახში შებრუნების ეშინია. «რა დამემართა? რა ვუთხრა?»-უტრიალებდა თავში. 
გონებაში ის დღე ამოუტივტივდა, წლების შემდეგ პირველად რომ შეხვდა. 
გაოცებისგან თითქოს დაპატარავდა. მის წინ ლამაზი, თავმომწონე და მიმზიდველი(მგონი ამას დღეს სექსუალურობას უწოდებენ) ქალი იდგა. თვალები ისევ მოწყენილი ჰქონდა, ოღონდ ისე გამჭოლად იყურებოდნენ, თითქოს სულში უნდოდათ ჩაძვრომა და ყველაფრის გაქექვა. 
ამ დღემ სულ მთლად გამოცვალა. ყველაფერი უხაროდა. უხაროდა ისიც, რომ ყველაზე საყვარელი ადამიანი არ იყო ბედნიერი ,რომ მარტო იყო. გული კინაღამ გაუჩერდა, სახლში რომ ამოჰყვა… კოცნიდა დაუსრულებლად, მთლიანად უნდოდა შეეგრძნო მთელი მისი სხეული. თან სიამაყეც ეუფლებოდა, როცა ხედავდა ქალის ვნებას(რაღაც კატის კრუტუნისმაგვარ ხმას გამოსცემდა) და რა? როცა კულმინაციის დრო დადგა, შერცხვა! რა ქნას ახლა?
-მე მივდივარ!                                                                                                                               
წელმოწყვეტილი შევიდა ოთახში. 
ქალს ჩაეცვა, ჩანთაც მხარზე ჰქონდა მოკიდებული. იღიმებოდა, ოღონდ კარგად თუ ცუდად, აბა მოდი და გამოიცანი, თუ ბიჭი ხარ! 
კარამდე მიაცილა.
-არა, რა გინდოდა?                                                                                                                                -მაპატიე, თუ შეძლებ. შენ ალბათ ძალიან დიდი ხარ ჩემთვის…

ობელისკივით! ისე იფიქრე, იქნებ ხელი მიჰყო მონუმენტურ ხელოვნებას. 
კარი მიიხურა…                                                             
უჯრას ეცა, დიდი ხნის წინ ჩაყრილი საღებავები ამოიღო, სადღაც ტილოც მოძებნა. გაუჩერებლად ხატავდა. რას, არც იცოდა. როცა დაამთავრა , მაშინ დააკვირდა. სრული ქაოსი იყო ფერების, გაურკვეველი ფიგურების, ხაზების. გადააბრუნა და მიაწერა : «ემოცია».  
Запись опубликована в рубрике პროზა с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «ემოცია»

  1. uf, rogor miyvars es posti, dzalin tbilia. 🙂 shensavit :*

  2. :)თან, მით უმეტეს, თუ პერსონაჟებს იცნობ ხო? 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s