სიზმრები

ფერად სიზმრებს გიჟები ხედავენო.აბა როგორ გითხრათ,მე კი მგონია- ფანტაზიის და ემოციის სიჭარბით გამორჩეული ადამიანები.არც ის მგონია სწორი, ყველაფერს, რაც სიზმარშია ,სექსუალურ სარჩულს რომ უდებენ(ჩვენი ფროიდი ალბათ შემინდობს).აი მე ბევრს ვეცადე,მაგრამ ამ სიზმრებიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გავაკეთე და შესაბამისად გრანდაქსინის სმა დავიწყე(იმედია პაპსავიკობაში არ ჩამეთვლება)

სიზმარი-1:დიდი,გაშლილი ველი.შუადღის სიცხე.ერთი ხეც არ ჩანს ახლომახლო.მიწა გახურებულია და ფეხისგულებს მწვავს.მივდივარ.ცოტა ხანში ბალახი ქრება.

მიწა გველებითაა სავსე:მსხვილები,წვრილები.გრძელები,მოკლეები.ჭრელები,შავები…მოსისინებენ. გავრბივარ.მომდევენ.წინ რკინის მესერია.მივბობღავ.უკან მომყვებიან.ოფლად ვიღვრები.მესერი ქრება.წინ მწვანე ჯეჯილია.ძირს ვეცემი.ვისვენებ.თვალებს ვხუჭავ და სიჩუმით ვტკბები.უცებ ცივს და სველს ვგრძნობ ტანზე.ფრთხილად მო ცოცავს.სუნთქვას ვიკავებ.პირი მიშრება.თვალებში მიყურებს.ენას ასავსავებს.სიმწრის ოფლი მასხამს.ჩხვლეტას ვგრძნობ,ტკივილს-ვერა.გული ჩერდება.

  სიზმარი-2 : მოვრბივარ,უკან ვიღაც მომდევს.მინდა სახლში შევასწრო.ხელში ჩვილი ბავშვი მიჭირავს,საბანში გახვეული.თოვლია.შესასვლელი არსაიდანაა.უცებ მიწას ვცილდები.რა მჭირს,ვერ ვხვდები.ბავშვიანად ჰაერში ავდივარ.ცაზე მთვარეა.თითქოს უნდა მიხაროდეს,მე კი მეშინია.ცოტა ხანს ვკიდივარ ასე,მერე პირდაპირ კარის წინ ვეშვები.                                                                                                                                                                   

სიზმარი-3: მივდივარ,არა მარტო,ოღონდ ვისთან ერთად არ ვიცი.ქუჩაა.ხალხი ირევა.ქაოსია.ქუჩის ბოლოში დახლებია.ერთ-ერთთან მივდივარ.მაღალი,შავგვრემანი(სიმპათიურიც)ყმაწვილი საძაგელ ფეხსაცმელებს ყიდის.ერთ-ერთს ვირჩევ.ვიზომებ.მიკვირს. მე ხომ ისინი საშინლად არ მომწონს!კაცი რაღაცას მეუბნება.სახე ახლოს მოაქვს.ვიღაცას მაგონებს.მის ნიკაპს ვაკვირდები:თანდათან უგრძელდება,ზედ აქა-იქ წვერი აქვს მეჩხერად.ცხიმისაგან უპრიალებს.გული მერევა.სათითაოდ იძრობს ღერებს და ნიკაპზე ნასვრეტები რჩება.ცხიმი ბზინავს. კეფა უგრძელდება.ვხვდები,ვინცაა.საოცარია,რქები რატომ არ უჩანს? ვყვირი.ხმა არ ამომდის.ვტირი. კლანჭებით მგლეჯს.ტკივილის მეშინია,სიკვდილის-არა.»მამაო ჩვენო……»-ვიმეორებ დაუსრულებლად-«უფალო,შემიწყალე დაცემული ესე»…ვგრძნობ,როგორ მიფათურებს ხელებს შიგნით.არ მტკივა. მიხარია… 

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s