აღსარება

ბავშვობას კარგა ხანია დაემშვიდობა. 
ახლა ახალგაზრდობა ეცლებოდა ულმობლად ხელიდან.
უკან მიიხედა… 
ტკივილისა და შეცდომების მეტი ვერაფერი დაინახა.
< > 
წინ არაფერი ჩანდა, რადგან გზას აწმყო უღობავდა, მისი შეცდომების შესანიშნავი დაგვირგვინება.
დაღლილობა იგრძნო.
მერე აღმოაჩინა, რომ სულ მარტო იყო.
თვალსა და ხელს შუა გაუცხოებოდა ყველა და ყველაფერი.
ხელფეხშებორკილი იდგა გზის გასაყართან, უმწეო, მიუსაფარი. 
ფიქრი. განსჯა. გადაწყვეტილება. 

წირვა. ლოცვა. იმედის ნაპერწკალი.
მუხლებზე დამხობილი ანდობდა თავის სულს მოძღვარს… 
ცრემლი სისხლის ტოლფასი…
დროის მცირე მონაკვეთში გადმობრუნებული მთელი ცხოვრება. ტკივილის ფასად გაშიშვლებული სული. შენდობის მოლოდინი.
იმედგაცრუება. 
დამცირებული, უარყოფილი გამოლასლასდა ეკლესიიდან.
ყველაზე ბილწად, მკრეხელად მიაჩნდა თავი. 
მერე წარმოიდგინა, რა საცოდავი იყო აღსარებისას. არა, საცოდავი კი არა, უბადრუკი. თავი შეეზიზღა. შემდეგ მოძღვრის სახე გაახსენდა, გაყინული, უმოძრაო. 
გააჟრჟოლა. მიხვდა, კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა.
«რა ვქნა?»-აეკვიატა კითხვა.
დაბრუნება გადაწყვიტა, დაბრუნება თავისი ჩვეული ცხოვრებისკენ.
შვებით ამოისუნთქა.
ფრთხილად დაიწყო ლიანდაგებზე გადასვლა.
ფეხი წამოკრა რაღაცას.
წაიქცა. ვეღარ ადგა. 
მატარებელმა გრუხუნით ჩაიქროლა…
 ეკლესიაში ჟამის წირვის ზარს რეკავდნენ…
Запись опубликована в рубрике პროზა с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s