შემოდგომა

შემოდგომა ხასიათს მიფუჭებს.არც უამისოდ მაქვს გადასარევი,მაგრამ ახლა განსაკუთრებით.ვარ ყავისფერი.მახსენდება ისეთი რაღაც,რაც არ უნდა მახსენდებოდეს,მეფიქრება სისულელეებზე,ვიგრუზები და სიყავისფრე ხასიათში გადამდის.ანუ ზაგარი ნელ-ნელა მცილდება და სუნი ამდის :))))))ამას ლოგიკურად მოსდევს ძველი ურთიერთობების გახსენებაც.

რომ ვთქვა რამე მენატრება წარსულიდან-მეთქი,მოვიტყუები.და საერთოდაც არ მესმის იმათი,გაუთავებლად რომ ნოსტალგიურად იწკუმპლებიან მოგონებებზე.კარგად რომ დავფიქრდი,არაფერიც არ მენატრება,არც შეცდომებზე მწყდება გული მაინცდამაინც(ნუ უმეტეს შემთხვევაში).უბრალოდ მუდმივად უკმაყოფილო ვარ თავის და ჩემი ცხოვრების.ეს უკვე ჩვევაა და ვეღარ შევცვლი.ისე არც არანაირი საბაბი მაქვს შეცვლის.როცა ხვდები,რომ ნეხვში ხარ ყელამდე,მარტო ერთი გრჩება-ცდილობ არ დაიხრჩო და თუ ვერ გამოხვალ,არ ყლაპო მაინც .ამისთვის ფეხზე უნდა იდგე.ვიხსენებ ძველ ამბებს  ციკლიდან- ნეხვიანი ფიქრები 😀

* * *

…ფანჯრებს ნაცრისფერი დილა მოადგა. ღამე გამოვლილი  წვიმის წვეთები ჯიუტად ეკვრიან მინას.ძირს დაცემის შიშით საცოდავად ცახცახებენ,კიდევ უფრო ეტმასნებიან გადალიბრულ შუშას,მერე თანდათან ნელდება ეს ნერვული ხტომა და ერთმანეთის მიყოლებით ტყაპატყუპით ასკდებიან ჩაშავებულ ფანჯრის რაფას.

“ბოლო წვეთიც ჩამოილია.ბრრ…ცივა. მზეც რომ არსად ჩანს…ნეტავი რა დროა,ალბათ, უკვე შუადღეა”.
ფეხები გადმოჰყო საწოლიდან,წამოდგა.ფანჯარა გააღო.ჩარჩოში მოგროვებული წვეთები ერთბაშად ჩამოეტყეპა გაწეწილ თმებზე.მაშინვე დახურა.სავარძელზე მიგდებულ უზარმაზარ ჯემპრს დასწვდა და გათოშილ სხეულზე ჩამოიცვა.სარკესთან მივიდა.თმები უგულოდ დაივარცხნა.მერე ისევ საწოლში მოიკალათა.ქსოვა დაიწყო .
“რა ვაკეთო? “თუ გინდ ჯვარს ეცვი,საშველი არ არის”,რა გაიყვანს დროს!”
ტელეფონმა დარეკა.მეგობარი რეკავდა,გავისეირნოთო.ჯერ გადაწყვიტა წასულიყო,მერე წარმოიდგინა ყურებამდე შეყვარებული ორი იდიოტის ნეტარი ბედნიერება…გააჟრჟოლა.
”იცი,ვერ წამოვალ,სკოლაში ვარ წასასვლელი.ხვალ დარეკე.კარგი.”დააგდო ყურმილი და შვებით ამოისუნთქა.
ცხელი ყავა მოუნდა.სამზარეულოში მაგიდაზე უამრავი ჭურჭელი იყო დახვავებული.წუხანდელი ღამე გაახსენდა.”ნეტა რომელი საათი იყო,რომ წავიდნენ?!მაინც რა იყო,ალბათ,არც დაიშლებოდნენ,მე რომ არ გამეფრინა.მორჩა.აწი აღარავის დავუძახებ!ხომ მაქვს უფლება საკუთარი დაბადების დღე ისე გავატარო,როგორც მე მინდა?”
ონკანი მოუშვა.ცხელი წყალი არ მოდიოდა.ცივი წყლით რეცხვა დაეზარა.ოთახში შებრუნდა.”რა ვაკეთო?”სავარძელში ჩაჯდა.ფანჯარას მიაშტერდა.კარგა ხანს იჯდა ასე გაუნძრევლად.მერე უცებ წამოხტა.ტელეფონს ეცა: ”ჰო.მე ვარ…არა,არ დამვიწყებია,უბრალოდ ონკანი დამრჩენია ღია.მეზობელს წყალი ჩაუვიდა,ერთი ამბავი დამაწია.ამ წუთას წავიდა და მაშინვე შენ დაგირეკე. ჰო……გელოდები…”
ისევ სარკეს მიუბრუნდა. თვალები შეიღება,თმაც საგულდაგულოდ დაივარცხნა.
ზარმა დარეკა.კარს იქით გაბრწინებული სახე და ყვავილები დახვდა.
–კარგია,რომ მოხვედი.შემოდი,როდემდე უნდა იდგე მანდ?
ყვავილები ჩამოართვა,მზრუნველი სახით დაუწყო ლარნაკში ჩაწყობა.კეფასთან სუნთქვა იგრძნო.წელზე ხელები მოხვიეს,შემოაბრუნეს და რამდენჯერმე აკოცეს. “ღმერთო,რატომ აქვს ამ კაცს მუდამ ცივი და სველი ტუჩები?!” -მომენატრე,-გაუღიმა და თვითონაც აკოცა.სტუმარს გაბრწყინებული სახე კიდევ უფრო გაუბრწინდა. ”ჰმ.влюбленный пингвин…”ტელევიზორი ჩართო.რაღაც უშინაარსო დეტექტივს უჩვენებდნენ.კაცი გვერდით მოუჯდა.ხელი გადახვია.კისერში აკოცა.”ახლა თმას ამიწეწავს…ახლა მაკოცებს…ახლა ამოიოხვნეშებს და ყურში მეტყვის,ძალიან მიყვარხარო…ღმერთო,რა იდიოტია!”
-სულ დამავიწყდა!ბავშვები მყავს დაბარებული,პანთეონში უნდა წავიყვანო”.
–წავიდე?
-კარგს იზამ.მერე მე თვითონ დაგირეკავ.
კარამდე მიაცილა,საჩქაროდ დაემშვიდობა და მიხურა.ოთახში შემობრუნდა.მაგიდას მიუჯდა.წერა დაიწყო.დიდხანს იწვალა,ვერაფერი მოიფიქრა.ადგა.ლაბადა მოისხა და კიბეებზე დაეშვა.
“ერთი,ორი,სამი…ნეტა იმ გუბესაც გადავაბიჯებ?…ცოტა გავიწუწე,მაგრამ არა უშავს.სად წავიდე?კინოში?არ ღირს,დამეძინება.სტუმრად?ღმერთმა დამიფაროს!” იქვე ქვის სკამზე ჩამოჯდა.კარგა ხანს იჯდა ასე. “ასე მგონია,მთელი ცხოვრება ამ სკამზე ვიჯექი და ამ ხეს ვუცქეროდი”…
გულმა ისევ სახლისკენ გაუწია.კიბეები აათავა.ოთახში შევიდა.გაიხადა.ლოგინში ჩაწვა.დიდხანს იწრიალა.ვერ დაიძინა.ტელეფონს მოსწვდა.
–ჰო,ვიყავით.უნდა გენახა,როგორი კმაყოფილები დარჩნენ.ამ წუთას შემოვედი.დავიღალე,თავი მისკდება,იმდენი ვიქაქანე.მოხვალ?კარგი.გელოდები…
* * *

ნაცრისფერი დილა ფეხაკრეფით გაიპარა ფანჯრიდან…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s