ბლოგის შესახებ

       ეს ჩემი მეორე ბლოგია, გადმოსახლებულ-განახლებული.

ერთი წელი ვიცხოვრეთ blogspot.com-ზე და წლისთავზე გადმოვბარგდით.

აქ მე კატერინა ვარ. ეს ჩემი სახელმწიფოა და ეს უკვე წაიკითხეთ ალბათ, რაკი აქ            შემოხვედით. ისიც გეცოდინებათ, რომ ეს კია ვირტუალური სახელმწიფო, მაგრამ  ჩემთვის ყველა ნამდვილზე ნამდვილია.

თავიდან ვამბობდი, აქ უმკაცრესი სავიზო რეჟიმია-მეთქი, მაგრამ მერე და მერე მივხვდი,  რომ სულაც არაა საჭირო ეს. ამიტომაც ამოვაგდე ეს სიტყვები. ასე რომ, კარი ღიაა  ყველასთვის: კეთილგანწყობილებისთვისაც და პირიქითგანწყობილებისთვისაც.

აქ ცხოვრობს «მე», ანუ ჩემი რეალური სახე, თავისი ფიქრებით, პრობლემებით,  წინააღმდეგობებით, ემოციებით. თუ გეყოთ მოთმინება და გადაიკითხეთ აქაურობა,  შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მიცნობთ, თან ბევრ რეალურ ნაცნობზე მეტად.

მე და ჩემს ბლოგს არ გვაქვს ამბიცია არც პირველობის და არც ზეპოპულარობის. ვართ ასე  ჩვენთვის, ვფიქრობთ და ვწერთ. მერე ამ ნაფიქრს ვუზიარებთ სხვებს.

წამიკითხავთ? გამიხარდება. არ წამიკითხავთ? ნუ დიდად ვიდარდებ-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ.

დაალაიქებთ? ერთობ კაი. არა? არც ეგაა პრობლემა.

დაწერთ კომენტარს? გავეცნობი გულდასმით. კიდეც გიპაუხებთ, თუ უტაქტოდ და სულელურად არ მომეჩვენება.

შენიშვნებსაც ავიტან, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ გავითვალისწინებ.

მოკლედ ესაა რა.

მოხვედით? ანტრე, ბატონო 🙂

23 комментария на «ბლოგის შესახებ»

  1. zura pirveli:

    dzalian sasiamovnoa tqveni gacnoba! 🙂
    2 posti cavikitxe ukve! cavedi sxvebis casakitxad!

  2. კი, ვნახე კომენტარები :). ჩემთვისაც სასიამოვნოა. ველ ქომ 🙂

  3. შემოვიარე, მაგრამ კვალი ვერ დავტოვე, არ დაიდო კომენტარები 😦

  4. zura pirveli:

    xo, meubnebian xolme, rom xandaxan commentarebi ar icerebao… 😦 ar vici, ratom…

  5. ეგ ბლოგერის ბრალია, მეც მასე ვიყავი და ამიტომ გადმოვედი ვორდპრესზე…ის ძველიც დავიტოვე, დამენანა და აქ ახალი გავაკეთე.

  6. REZ.:

    …ბლოგები…ბლოგები…..მაინც რა არის ეს ?…მე ვიტყოდი ფიქრი კლავიატურაზე ,ანდა კლავიატურით ფიქრი…ჰმ!….ინტერნეტ სივრცეში უამრავი ინფორმაციაა….ბლოგებიც ბევრია….ორთქლის გამოსაშვები სარქველები….ადამიანებისთვის…..
    P.S.რა ღირს ორთქლის გამოსაშვები სარქველი?…ფასდაკლება მოქმედებს?…რამდენადაა ეფექტური?…საიდან მოდის?…სად მიდის?…რისთვისაა?…იქნებ ეს ერთგვარი ოპიუმია, რომ მოგვაჩეჩეს….????
    თქვენც მომჩეჩებელი ხართ?…:) 🙂 🙂 🙂 🙂 ვხუმრობ…..კაი….ცუდ ხასიათზე ვიყავი და მაშინ მეწვევა ხოლმე ფილოსოფიური აზრები…..კარგია ბლოგები. კანფეტებივით მიმოფანტულნი ინტერნეტში….ზოგი გემრიელია, ზოგი ცარიელი შეფუთვაა….ზოგი…..უფ. სიტყვა გამიგრძელდა….დროებით.

  7. ორთქლის გამოსაშვები სარქველი მომეწონა 🙂 . კარგი შეფასებაა. ისე, ნეტა ჩემი ბლოგი რომელია, გემრიელი კანფეტი თუ ცარიელი შეფუთვა? 🙂 კარგი კომენტარი იყო, ეს კი იშვიათობაა, ისე როგორც კარგი ბლოგები 🙂

  8. REZ.:

    თუ ნებას მომცემთ, მეც განვათავსებ რაიმეს თქვენს ბლოგზე….ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მირჩევნია რაიმე გავაგრძელო,ვიდრე თავიდან დავიწყო…გაგრძელება კი კარგად გამომდის….რატომღაც…ეტყობა რაღაც უცნაურ ადამიანურ სისუსტესთან გვაქვს საქმე?….. 🙂 🙂 🙂

  9. ყველას ჩვენ-ჩვენი სისუსტე გვაქვს :). მოვილაპარაკოთ მაგაზე 🙂

  10. მომწონს ჭიამაიები ფონზე :)))

  11. rez:

    სად ხარ,სააააად…:)

  12. რომ იცოდე, გავიფიქრე, რომ ყველაზე მეტად შენ მოგეწონებოდა 🙂

  13. სადაც ვიყავი 🙂 შენ სად ხარ?

  14. რას შვები კატერინა, ხო ხარ ჯიგრულად?
    შემოგიარე, მოგიკიტხე 😉

  15. ვცდილობ, მეგობარო. გამახარე შენი ნაკვალევით, ანუ » მომწონს ეგ სიტყვა შენც მომეწონე» 🙂 :* შენი სტუმრობა განსაკუთერბულჯიგრულია 🙂

  16. მშვენიერი სახელმწიფო გაქვს 🙂 გესტუმრები ხოლმე 🙂

  17. დიდი მადლობა, ეველინ, კეთილი იყოს შენი სტუმრობა და ყოველთვის ხელგაშლით გელი. ვიმეგობროთ ბლოგებით 🙂

  18. აუცილებლად ! ^_^ 🙂

  19. დიდი მადლობა რომ არსებობს თქვენი ბლოგი კატერინა ❤ არ ვიცი რა ვთქვა სიტყვებით ვერ გადმოვხატავ იმ აღფრთოვანებას რაც ამ ბლოგპოსტების კითხვის შემდეგ მივიღე და ❤ ❤

  20. გამახარა ამ სიტყვებმა. მადლობა და მეწვიეთ ხშირად ❤

  21. აუცილებლად ❤ ❤ ❤ ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s