ექსპერიმენტატორ-ექსტრემალი :)

უკვე კაი ხანია, ექსპერიმენტებს ვატარებ საკუთარ თავზე. ყოველ მათგანს, იმის მიუხედავად, წარმატებულია თუ არა, სასიამოვნო შედეგით დასრულდა თუ არა, მე მაინც წარმატებულად და შედეგიანად ვთვლი. ყოველი მათგანის დამთავრების შემდეგ რაღაც ახალს ვპოულობ საკუთარ თავში, ისეთს, აქამდე რომ არც ვიეჭვებდი… ამაზე კარგი შედეგი რაღა გინდა.

ვიცვლი ტყავს და, ჩემდა გასაოცრად, ძალიან მომწონს განახლებული “მე”.

უკან დავტოვე წარსულზე და მის თანმდევ შეცდომებზე მოფიქრალ-მოტირალი, უარყოფითი ემოციების ტყვეობაში მყოფი, მუდმივად საკუთარი თავით უკმაყოფილო, გადაწყვეტილების სისწორე-გამართლებულობა-მორალურობაზე  შეშლილი “მე”.

თურმე ექსტრემალი ვყოფილვარ. მერე რა, რომ სიმაღლის მეშინია, გაშლილი სივრცეებისაც… შინაგანად ვყოფილვარ ექსტრემალი და გადასარევად შემძლებია გიჟური გადაწყვეტილებების მიღება. შემძლებია დაკიდება რაღაც-რაღაცების, ვიღაც-ვიღაცების, შემძლებია, ვინც მატკენს გულს, უკვალოდ გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან, თან ისე, რომ ვერასდროს ვეღარ გამოჩნდეს და ისე, რომ არც ვიდარდო.  დიდი- დიდი ერთი-ორი დღე და რამდენიმეწუთიანი სეანსი საცრემლე ჯირკვლის ამუშავების და მორჩა- ვითომ არც არაფერი ყოფილა.

კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის. ოხ, გოგონია, როგორ მომწონხარ ასეთი, თავდაჯერებული, ამაყი, საკუთარი თავის ფასის კარგად მცოდნე, ზოგჯერ გიჟი და ზოგჯერ მშვიდი, ყველასთვის იმ მონეტით გადამხდელი, რომლითაც მათი ადამიანობა და შენთან დამოკიდებულება ფასდება. ოღონდ ეს გადახდა მშვიდია, უხმაურო, ზოგჯერ დუმილიანიც და საკმაოდ შედეგიანიც.

აი ვფიქრობ, ვფიქრობ და ფრენა მინდება, გგონიათ ფრთები და რამე ასეთი ბანალურ-რომანტიკული? სულაც არა. პირდაპირი გაგებით-გაფრენა მინდა საჰაერო ბურთით!!!

კიდეც წარმოვიდგინე…

ვზივარ და ვიყურები ქვემოთ, თან მეშინია და მუხლები მიკანკალებს, თან გული მიხტის აღტაცებისგან… ასე მგონია, ძარღვებში სისხლის მაგივრად ადრენალინი მაქვს. ქარი სახეში მცემს… ტანზე დავიხორკლე სიცივისგან( ნუ ჯანდაბას, გვერდით მყოფმა მომცეს თავისი ქურთუკი ჰა, თუ არა და ისედაც იოლად გავალ :)  ), ჰაერის ტალღა სუნთქვას მიკრავს, მზე თვალებს მჭრის, მე კი სათვალეს არ ვიკეთებ….

ქვევით მიწაა, პატარა ადამიანები, პატარა სახლები, ქინდერის მანქანები…

მე მივფრინავ…

მე მივფრინავ შორს, არა მომავალში, არა წარსულში…

მე მივფრინავ აწმყოში… იქნებ ისეც მოვახერხო, ამ აწმყოში ძირს არ დაეშვას ჩემი საჰაერო ბურთი..

იქნებ…

Запись опубликована в рубрике პირადი с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

18 комментариев на «ექსპერიმენტატორ-ექსტრემალი :)»

  1. ერთხელ როგორ არ გავფრინდები :(

    • katerina говорит:

      :) აუ აუ აუ, ეს ყველაზე მაგარი ადგილია :) ვერანაირი სიტყვიერი კომენტარი ვერ შეედრებოდა ამას…:*

  2. Inga Khorbaladze говорит:

    რა მაგარიაა, იდეა ისე მხიბლაავს!!! მაგრამ ალბათ შიშისგან ჩავიფსავ ზევით :) ))

  3. Kejeradze говорит:

    ექსტრემალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გაფრენა… :) უარს ნამდვილად არ ვიტყოდი :)

  4. tsotnee говорит:

    ეე რა მაგარია! თან რა საყვარელი საჰაერო ბუშტია! ;)

  5. ჭიამარია говорит:

    ერთხელ ვიფრინე , ზღვის პარაშუტუთ. მეტი ჯერ არ მიცდია, ზაფხულში ვგეგმავ პარაპლანს და ვნახოთ როგორ გამოვა. წინასწარი გეგმები და დაპირებები მიფლავდება ყოველთვის : ( იმედია ამ შემთხვეაში ასე არ იქნება

    • katerina говорит:

      წარმატებებს გისურვებ,ჩემი ექსტრემალობა მაგდენს ვერ ქაჩავს, მე მარტო ასეთი ბურთით გაფრენა მინდა

  6. glamtaia говорит:

    ერთხელ მაინც უნდა ავფრინდე . . .

  7. Hazelhead говорит:

    ფრენა საჰაერო ბურთით..
    და ფრენა აწმყოში :)
    ერთი მეორეს არ გამორიცხავს და… ძალიან ძალიან მაგარია! :)
    პოსტიც, ფრენაც.! : )

Добавить комментарий

Fill in your details below or click an icon to log in:

Логотип WordPress.com

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Изменить )

Фотография Twitter

You are commenting using your Twitter account. Log Out / Изменить )

Фотография Facebook

You are commenting using your Facebook account. Log Out / Изменить )

Connecting to %s